რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ წარმოგიდგენთ ანტონ ჩეხოვის მოთხრობებს. მართალია, მსოფლიო ლიტერატურაში რომანისტები მეფობენ, მაგრამ მოთხრობების ისეთიუ დიდოსტატები, როგორებიც ჩეხოვი, აკუტაგავა და ბორხესი არიან, შეგვახსენებენ, რომ მცირე ჟანრსაც თავისი იმპერატორები ჰყავს. ჩეხოვი დასავლეთში ძალიან უყვართ პიესების გამო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩეხოვი-ბელეტრისტი ჩეხოვ-დრამატურგს მნიუშვნელოვნად აღემატება. ამ მწერალს შეუძლია რამდენიმე გვერდში დახატოს სიყვარულის სურათი, რომელშიც მეტრფე და სატრფო ერთმანეთს ვერ უტყდებიან და მხოლოდ სამარადისო განშორების მომენტში აღმოხდებათ აღარება; მას შეუძლია ექვსიოდე ათეულ გვერდში დიდი თანამემამულის „იდიოტის“ მთავარი იდეა არანაკლები სიმძაფრით გაიმეოროს: თუკი ადამიანების მიმნართ „ზედმეტ“ სიტბოს გამოამჟღავნებ, აუცილებლად შეშლილად გამოგაცხადებენ; არსებობენ ადამიანები, რომლების ყველაფერს რაღაც შალითაში, გარსში, ფუტლიარში ათავსებენ: ქოლგას, დანას, იმედებს, ფიქრებს…
ჩეხოვი: მოთხრობები
ეპიზოდები
-
თებერვალი 29, 2024საად შირაზელი
-
თებერვალი 26, 2024სემუელ ბეკეტი
-
თებერვალი 23, 2024იტალო სვევო, ძენოს აღსარება
-
თებერვალი 21, 2024რალფ ელისონი, უჩინარი კაცი
-
თებერვალი 19, 2024ვირჯინია ვულფი, გზა შუქურისკენ
-
თებერვალი 16, 2024ჯონ მაქსველ კუტზეე, იესოს სიკვდილი