რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ გთავაზობთ საუბარს ნიკო ლორთქიფანიძის თავზარდამცემ შედევრზე, „თავსაფრიან დედაკაცზე“. ეს ნოველა ქართული იმპრესიონიზმის ერთ-ერთი მთავარი ნაწარმოების ამ იმპრესიონისტული ხუთგვერდიანი მიკრორომანის ნამდვილი გმირია უსახელო ქვრივი ქალი, რომელმაც შვილების გარემოცვაში გაუცხოებულად და ზედმეტად იგრძნო თავი. თავსაფრიან დედაკაცს ამოქმედებს მთავარი ადამიანური ღირებულება – ღირსება. დედის ღირსება შეხვდა შვილების უმადურებას. დედა კი შვილებს შორიდან გზას უნათებს, რომ არ წაიქცნენ (ამ ფუნქციას ატარებს შვილებისთვის გამოგზავნილი ტელეგრამა-ალიბი). „თავსაფრიანი დედაკაცი“ არის უდახვეწილესი ტექსტი, დაწერილი ფლობერისეული „ზუსტი სიტყვებით“ (les mots justes), ლიტერატურული იმპრესიონიზმისთვის დამახასიათებელი დანახვით, აღქმითა და გადმოცემით და გადაწყვეტით…
ეპიზოდები
-
თებერვალი 29, 2024საად შირაზელი
-
თებერვალი 26, 2024სემუელ ბეკეტი
-
თებერვალი 23, 2024იტალო სვევო, ძენოს აღსარება
-
თებერვალი 21, 2024რალფ ელისონი, უჩინარი კაცი
-
თებერვალი 19, 2024ვირჯინია ვულფი, გზა შუქურისკენ
-
თებერვალი 16, 2024ჯონ მაქსველ კუტზეე, იესოს სიკვდილი