Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პატრიარქი "საშობაო ზავის" მოწოდებით გამოვიდა


რუსეთის პრეზიდენტ პუტინის აქტიურმა მხარდამჭერმა, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ „შინაბრძოლის კონფლიქტში“ ჩართულ „ყველა მხარეს“ მოუწოდა „საშობაო ზავის“ გამოცხადებისკენ.

მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე დღეს, 5 იანვარს გამოქვეყნებულ მიმართვაში არ არის დაკონკრეტებული, ვინ არის „ყველა მხარე“ და ნახსენები არ არის რუსეთი, ან უკრაინა.

პატრიარქ კირილეს მოწოდებაა, რომ 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე ცეცხლი შეწყდეს, რათა მართლმადიდებლებმა შეძლონ საშობაო წირვებზე დასწრება.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერის გამო, პატრიარქ კირილესთვის სანქციები აქვთ დაწესებული აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და კანადას. რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას ევროკავშირისგან ჯერჯერობით უშედეგოდ მოითხოვს გაერთიანების წევრი რამდენიმე სახელმწიფო.

XS
SM
MD
LG