Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ხერხეულიძე: "სააკაშვილმა დღეს გონება დაკარგა"


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ დღეს, 5 იანვარს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში მონახულების შემდეგ თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ დღეს მან კიდევ ერთხელ დაკარგა გონება.

„ჩემ შესვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დაკარგა გონება. მძიმე ვითარებაა მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ექიმები არიან ინფორმირებულები და მუშაობენ, ხვალ დილით უტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევა, თუ რამ გამოიწვია ეს.

ეს გონების დაკარგვის მერამდენე ეპიზოდია და არის ძალიან შემაშფოთებელი. ეს ფაქტი უნდა აღმოჩნდეს სიგნალი ყველასთვის, რომ ამ ადამიანს დიდი დრო არ აქვს დარჩენილი, თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ მისი ჯანმრთელობის ობიექტურ მდგომარეობას“, - უთხრა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედიდან“ გამოსვლის შემდეგ.

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 4 დეკემბერს აქციები გაიმართა როგორც საქართველოს დიდ ქალაქებში, ასევე ქვეყნის გარეთ საქართველოს საელჩოებთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გაუქმების შუამდგომლობაზე, რომელიც ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დააყენა ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე. ექსპრეზიდენტისთვის ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტიზა და სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა მის მძიმე მდგომარეობას ადასტურებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG