Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება „ნაციონალური მოძრაობის“ აქციები რეგიონებში


"ნაცილონალური მოძრაობის" აქცია ქობულეტში, 10 თებერვალი, 2023 წელი
"ნაცილონალური მოძრაობის" აქცია ქობულეტში, 10 თებერვალი, 2023 წელი

„ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს მარტვილში. მათ გააპროტესტეს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სამკურნალოდ გადაყვანის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მარტვილის ცენტრში შეკრებილებმა ასევე მოითხოვეს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება ან მკურნალობის მიზნით მისი საზღვარგარეთ გადაყვანა.

"ნაციონალური მოძრაობის" აქცია მარტვილში. 2023 წლის 10 თებერვალი
"ნაციონალური მოძრაობის" აქცია მარტვილში. 2023 წლის 10 თებერვალი

„ყოვედღიურად უფრო და უფრო მძლავრი იქნება პროტესტის მუხტი. პროტესტის მუხტი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში საბოლოოდ დაისადგუროს სიმართლემ, ადამიანებისთვის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება არ გამოჰქონდეს არაფორმალურ ადამიანს, რომელსაც უზურპირებული აქვს მთლიანად სახელმწიფო... პროტესტი იქნება მწვავე, პროტესტი იქნება მუდმივი, სანამ არ გადარჩება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი“ განაცხადა მარტვილში გამართულ აქციაზე ენმ-ის წევრმა გიორგი ბოტკოველმა.

"ნაციონალური მოძრაობის" აქცია ქობულეთში, 2023 წლის 10 თებერვალი
"ნაციონალური მოძრაობის" აქცია ქობულეთში, 2023 წლის 10 თებერვალი

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიასთანაც. ნაციონალური მოძრაობის ქობულეთის ორგანიზაციის თავჯდომარემ, ბონდო თედორაძემ აქციაზე თქვა, რომ საქართველოს ყველა მუნიციპალტეტსა და სოფელში უნდა ისმოდეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უზრუნველყოფის ხმა: "ნაციონალუტი მოძრაობა გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმში. ეს აქციები იქნება პერმანენტული, ხვალ ვიკრიბებით შეკვეთილში. შემდეგ კი ეს მუხტი წამოვა დედაქალაქში. არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვთ, არ არის საუბარი ხელისუფლების შეცვლაზე, აქ საუბარია მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაზე. მილიონი მხარდამჭერი ყავს ამ მოთხოვნას" თქვა თედორაძემ.

აქციის მონაწილეებს მიმართა ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წევრებმა. დემონტსრანტები სკანდირებენ "მიშა! მიშა!".

მარტვილისა და ქობულეთის გარდა, მკურნალობის მიზნით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით "ნაცილონალური მოძრაობის" აქციები 10 თებერვალს გაიმართა სამტრედიაში, საგარეჯოსა და ასპინძაშიც.

9 თებერვალს მსგავსი შინაარსის აქციები გაიმართა ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონსა და ბორჯომში.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გეგმით, თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში საპროტესტო აქციები დაიწყება, მათ შორის მანიფესტაციის გამართვა იგეგმება შეკვეთილში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინიტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობაზე ხელმოწერა ნიშნავს ევროპული პერსპექტივის დასამარებას". მისი აზრით, სააკაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ივანიშვილმა ყველას გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი".

XS
SM
MD
LG