Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვივამედი“ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაციას ვერ გასცემს


სოფო მებუკე, ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი, ზურაბ ჩხაიძე "ვივამედის" კლინიკური დირექტორი
სოფო მებუკე, ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი, ზურაბ ჩხაიძე "ვივამედის" კლინიკური დირექტორი

"ვივამედის" კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კლინიკა ვერ გასცემს რეკომენდაციას მსჯავრდებული პაციენტის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით.

კლინიკაში დღეს, 22 თებერვალს სააკაშვილის მკურნალ ექიმთან თამარ დავარაშვილთან და ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგთან სოფო მებუკესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ჩხაიძემ, თქვა, რომ კლინიკა მსოფლიოში მიღებული თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს სთავაზობს პაციენტს. ამასთან, პაციენტს "პენტინეციურმა სამსახურმა თუ პრემიერ-მინიტსტრმა შესთავაზა, რომ ნებისმიერი ექიმი იქნეს მოწვეული და მის მიერ იქნეს კონსულტირებული“, რასაც ზურაბ ჩხაიძის თქმით, კლინიკა მიესალმება. მაგრამ მისივე სიტყვებით, მიზანი რაც აქვს პაციენტს, რომ მისი თავისუფლება მოხდეს კლინიკის ავტორიტეტის ხარჯზე ამას ვერ დაუშვებენ.

„მაგრამ მე მესმის პაციენტის მდგომარეობა და ნებისმიერი პატიმრის მიზანია თავისუფლების მოპოვება და რა თქმა უნდა იგივეა ადვოკატების მიმართულებაც და მათ ხაზიც. მაგრამ ეს მინდა კატეგორიულად აღვნიშნო, ჩვენ არამც და არამც არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს კლინიკის ავტორიტეტის კომპრომეტირების ხარჯზე. ჩვენი ექიმების პროფესიონალების კომპრომეტირების ხარჯზე", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

კითხვაზე, იღებს თუ არა კლინიკა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს, ზურაბ ჩხაიძემ უპასუხა, რომ ეს არაფრის მომცემი კითხვაა. კლინიკა პასუხიმგებელია ნებისმიერი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და „კლინიკა რომ ამაზე წუხს და ამაზე ზრუნავს“ ამიტომაც ხვდებიან ჟურნალისტებს.

მიხიელ სააკაშვილის მკურნალი ექიმის თამარ დავარაშვილის განცხადებით, არც ერთ ექიმს არ უნდა რომ მისი პაციენტი დაიღუპოს და ყველას სურს, რომ პაციენტი გამოვიდეს მდგომარეობიდან

„ამ კითხავს რომ მისვამსთ, მე ყოველ დღე ვციდლობ, ყოველ დღე ვიბრძვი მასთან საუბრით, დედამისთან საუბრით, რომ ჩვენ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, პაციენეი თუ გაუარესდება შემგომი ეტაპი არის უკვე რეანიმაცია. ექიმი ყველაფერს ელოდება, მის ადვიკატსაც ვუთხარი - სარეანიმაციოდ ნუ გაიხდით თავს, ... მისმენს და მორჩა“,- თქვა თამარ დავარაშვილმა.

მანვე დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პაციენტის მდგომარეობა - ტენდენცია არის დამძიმებისკენ, რადგან სხეულის წონა და მასა ძალიან დაქვეითებულიაა. 20 თებერვლის მდგომარეობით წონა იყო 67კგ და 200გ და სხეულის მასის ინდექსი 18,2. პაციენტს გამოხატული აქვს ზოგადი საერთო სისუსტე. ძირითადად საწოლშია, აქვს კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის, კვება რჩება არაბალანსირებული.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“ - ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.

XS
SM
MD
LG