Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თებერვალში ყუბანის სასაფლაოზე „ვაგნერის“ მებრძოლთა ოთხმოცი ახალი საფლავი აღმოჩნდა


კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლთა სასაფლაო სოფელ ბაკინსკაიაში
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლთა სასაფლაო სოფელ ბაკინსკაიაში

კრასნოდარის მხარის სოფელ ბაკინსკაიაში მდებარე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სასაფლაოზე, 2-დან 23 თებერვლის განმავლობაში 80 ახალი საფლავი გამოჩნდა, -ამის შესახებ „კავკაზ.რეალიის“ რედაქციას აცნობა ყუბანელმა აქტივისტმა, ვიტალი ვატანოვსკიმ, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების აღრიცხვას აწარმოებს.

"თუ თავდაპირველად, დეკემბრის ბოლოს, ჩვენ აღვრიცხეთ 48 საფლავი, ერთი თვის შემდეგ იყო უკვე დაახლოებით 170, ხოლო იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისისთვის მათი რაოდენობა ორ კვირაში 270-მდე გაიზარდა. დაახლოებით 80 ახალი საფლავიდან, 30-ს არ ჰქონდა გაკეთებული ფირფიტები", - განაცხადა ვატანოვსკიმ და დასძინა, რომ ფოტოსესიის დროს, სასაფლაოს დირექტორმა მისი გაძევება სცადა.

აქტივისტის თქმით, ახალი სამარხები უკვე არსებულებს შორის „ჩააკვეხეს“, ხოლო „ვაგნერელთა“ საფლავების საერთო რაოდენობა ამჟამად თითქმის 400-ს აღწევს.

ვებსაიტმა „კავკაზ.რეალიიმ“ გაარკვია, რომ ყუბანში მდებარე ამ სასაფლაოზე დაკრძალული არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებიც, რომლებიც, კანონის თანახმად, ახლა სასჯელს უნდა იხდიდნენ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 30 ათასზე მეტი დაქირავებული მებრძოლი დაიღუპა ან დაიჭრა. ამის შესახებ განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.

მთლიანობაში, თეთრი სახლის შეფასებით, დაიღუპა 9 ათასი დაქირავებული მებრძოლი, მათი ნახევარი - შარშან დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოკიდებული. როგორც კირბი აცხადებს, 2022 წლის დეკემბერში მოკლულ „ვაგნერელთა“ დაახლოებით 90% რუსეთის კოლონიებში შეგროვებული მოხალისეები იყვნენ.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ რუსული არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფია, რომელიც არ შედის რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ან სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში."

რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" დიდი ხანია ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში და ბოლო ხანს განსაკუთრებით აქტიურობს დონეცკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

უკრაინამდე რუსეთი "ვაგნერს" იყენებდა სირიასა და აფრიკაში. "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში. ვაგნერის“ მებრძოლები მოქმედებენ სახმელეთო ოპერაციებში სირიაში, აფრიკასა და უკრაინის ომში. დაქირავებულები მრავალრიცხოვანი სამხედრო დანაშაულების ჩადენაში არიან ეჭვმიტანილი.

"ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად მონაწილეობს უკრაინაში საომრად პატიმრების დაქირავების პროცესში.

იანვრის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და სანქციები დაუწესა მის დამფუძნებელს, პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენ, ევგენი პრიგოჟნს, რომლის სახელიც "ტროლების ფაბრიკასაც" უკავშირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG