Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველის გამზირს სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები ტოვებენ


საქართველოს პარლამენტის შენობა
საქართველოს პარლამენტის შენობა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო მოძრაობა აღდგა. სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები, რომლებიც პარლამენტის მიმდებარედ იყვნენ განლაგებული, ტერიტორიას ტოვებენ. რუსთაველის გამზირზე მივიდნენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.

ოპოზიციის ლიდერებმა ჯერ კიდევ აქციის დასრულებამდე განაცხადეს, რომ პარლამენტის წინ დემონსტრაცია 8 მარტს, 15:00 საათზე განახლდება.

7 მარტს კი პარლამენტის შენობასთან აქცია მას შემდეგ განახლდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, დღის წესრიგში შეეტანა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლი და პილპილის აეროზოლი გამოიყენეს საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. დააკავეს ათეულობით დემონსტრანტი. მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე აქციის დასაშლელად სპეცდანიშნულების რაზმების ახალი ჯგუფები გამოჩნდნენ, რომლებმაც დაიკავეს ადგილი, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. მათ დემონსტრანტებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს.

პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით, 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

მმართველი პარტია თავდაპირველად აცხადებდა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს სესიაზე ხუთშაბათს, 9 მარტს, გაიტანდნენ. მიუხედავად ამისა, 7 მარტს, დღის ბოლოს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სხდომაზე წამოაყენა წინადადება, რომ კანონპროექტი იმავე დღესვე განეხილათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG