Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ლეონიძე: კაცი და პოეტი


გიორგი ლეონიძე: კაცი და პოეტი
please wait

No media source currently available

0:00 0:32:24 0:00
გადმოწერა

რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ გთავაზობთ ახალ ციკლს – „დიდი მთაწმინდელები“. საუბარი იქნება იმათზე, ვინც მთაწმინდაზე დაიმკვიდრა სამუდამო სასუფეველი, ვინც ამას იმსახურებდა ან მომავალში დაიმსახურებს. გიორგი ლეონიძეს, როგორც კაცს და როგორც პოეტს, სამი შეხება აქვს წმინდა მთასთან: ბარათაშვილისა და ვაჟას გადასვენებაში უაქტიურესი მონაწილეობა მიიღო, ბოლოს კი თავადაც გაეშურა ქართულ ვალჰალაში. გიორგი ლეონიძის opus magnum, მთავარი ნაწარმოებებია – „ივერიის ღამე“ და „ყივჩაღის პაემანი“. ორივე ნაწარმოების კამერტონია სამშობლო და ხალხური შემოქმედება, ხოლო "ყივჩაღის პაემანში“ რუსთაველის რემინისცენციაც. ყივჩაღსა და ხაზარში რომ თავისუფლება იმალება, დიდი საიდუმლო არ არის…

​
XS
SM
MD
LG