Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ო'ბრაიენი საქართველოს ასახელებს 5 ქვეყანას შორის, რომლებიც სანქციების გვერდის ავლის პრობლემას ქმნიან - POLITICO


რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების საილუსტრაციო ფოტო
რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების საილუსტრაციო ფოტო

დასავლური ელექტრონიკის ექსპორტი რუსეთში ომამდელ დონეს დაუბრუნდა, ექსპორტი მოიცავს მიკროჩიპებსა და ისეთ ელექტროტექნიკას, რომელიც რუსეთს თავისი საომარი აღჭურვილობის წარმოებისთვის ესაჭიროება. რუსეთში მისი ექსპორტი იმის გამო გაიზარდა, რომ იგი უკეთ ახერხებს დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლას. გამოცემა POLITICO-ს თანახმად, ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას.

ო'ბრაიენის სიტყვებით, პრობლემა ისაა, რომ ევროპული ქვეყნები პროდუქციას ყიდიან სხვა ქვეყნებზე, საიდანაც ის შემდეგ რუსეთში ხვდება.

კითხვაზე, რომელი ქვეყნები არიან ჩართული ამაში, ო’ბრაიენმა თქვა, რომ აშშ-მა გამოავლინა ის 5 ქვეყანა, რომლებიც სანქციების გვერდის ავლის პრობლემას ქმნიან. ესენია თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე მუშაობს, რომელიც მიზნად ისახავს არსებული სანქციების გვერდის ავლის თავიდან აცილებას და მოიცავს ახალ მექანიზმს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც სანქციების თავიდან აცილების საშუალებას იძლევიან.

სანქციებს აღსრულებასთან დაკავშირებით 11 მაისს კომენტარი გააკეთა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, წელიწადზე მეტია, ვრცელდება "ყალბი ინფორმაციები" და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიერ სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, თუმცა არ დადებულა სანქციების დარღვევის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG