ბერლინში მცხოვრები მწერლის, იუნონა გურულის პირველი გერმანულენოვანი რომანი „წერილი გამგზავნის გარეშე“ სულ მალე გამოვა. გერმანული ენის სიყვარულსა და გერმანიაში გატარებულ წლებზე უყვება ის პოდკასტის ამ ეპიზოდში ავტორს, ოქროპირ რუხაძეს.
იუნონა გურული ქართულ და გერმანულ ენებზე წერს, საკუთარ და სხვების წიგნებს თარგმნის, გერმანულის მასწავლებელია და ციხეებში თარჯიმნობას სწევს ხოლმე.