Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ლეგიონი" უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვაზე ინფორმაციას ავრცელებს


რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი
რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი

დონეცკის მიმართულებით შეტევის დროს უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა. ინფორმაციას ფეისბუკზე ავრცელებს "ქართული ლეგიონი".

"დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა. დაჭრილია ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს", - წერია ინფორმაციაში.

რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ამ ომში რუსეთის წინააღმდეგ არაერთი ქართველი იბრძვის, 50-ზე მეტი დაიღუპა. ომში დაღუპულ მებრძოლებს საქართველოში სამხედრო პატივით კრძალავენ.

XS
SM
MD
LG