ისრაელის არმიის სამხედროებმა რეიდი მოაწყვეს და თანამშომლები დააკავეს ღაზის ჩრდილოეთში დარჩენილი მოქმედი საავადმყოფოებიდან ორში, საიდანაც, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 19 დეკემბერს ჯარისკაცები "ჰამასის" მეომრების სრულად განდევნას ცდილობენ.
18 დეკემბერს ისრაელმა დაბომბა ქალაქები სამხრეთ ღაზაში, რასაც სულ მცირე 45 პალესტინელი შეეწირა. მზარდი საერთაშორისო შეშფოთების მიუხედავად, ისრაელი განაგრძობს თავის შეტევას განახლებული მხარდაჭერით აშშ-სგან.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ სამხედრო კამპანია ღაზის სამხრეთში რამდენიმე თვის განმავლობაში გასტანს.