ქალების სტენდაპ შოუს ერთ-ერთი მონაწილე, ფემინისტი აქტივისტი ვენერო (ვერო) მელუა, მისი იუმორისტული გამოსვლის შემდეგ, სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს - ზოგმა გარეგნობა და მისი წონა დაიწუნა, ზოგმა მისი ლაპარაკის თუ სცენაზე დგომის მანერა, ზოგმა - იუმორი.
ზოგს კი მისი გამოსვლის შინაარსი არ მოეწონა, რომლის მთავარი სამიზნეც კაცები იყვნენ და ხუმრობებიც ძირითადად მათზე იყო. ვეროსთვის კრიტიკა კაცების გარდა (და ისინი უმრავლესობაში იყვნენ) არც ქალებს დაუკლიათ.
ქალების სტენდაპ შოუ საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა - აქტივიზმის ეს ფორმა ჩვენთან ახლა იკრებს ძალას და ვეროსთვის და შოუს მონაწილე სხვა ქალებისთვისაც ის სივრცეა, სადაც მათ იმაზე ლაპარაკი და ხუმრობა შეუძლოათ, რაც მათ აწუხებთ. რატომ გაბრაზდა საზოგადოება ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ? იმიტომ ხომ არა, რომ სტენდაპერად კაცის ნაცვლად ქალები ავიდნენ სცენაზე? ამ და სხვა კითხვებს პასუხობს ვენერო მელუა რადიო თავისუფლების ამ ინტერვიუში.
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ