Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკორწმინდის ტაძრის კედელი ზიანდება - „ევროპა ჩვენი სახლია“


ფოტოკოლაჟი: ნიკორწმინდა
ფოტოკოლაჟი: ნიკორწმინდა

ნიკორწმინდის ტაძრის კედლის დაზიანების ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს ორგანიზაციის, „ევროპა ჩვენი სახლია“ წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი.

მისი ინფორმაციით, ტაძრის სახურავიდან ჩამოსული ნალექით კედლის ქვები ზიანდება.

„სახურავი სპილენძისაა და ნალექის დროს წყლის მუდმივი შემხებლობის გამო ქვის შეფერილობაც შეცვლილია. კლიმატის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თოვლისგან საძირკველთან კედლების გათავისუფლება, რამდენადაც რაჭაში თოვლი იშვიათობა არ არის, აღმავალი ტენის ზრდის რისკებს აპროვოცირებს. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ჩრდილოეთ ფასადის მდგომარეობა სადაც თოვლის დნობა პირდაპირ ფუნდამენტში ხდება და გარედან კედელი სველია“, - წერს თორნიკე ბარათაშვილი.

ინფორმაციის მისაღებად, რადიო თავისუფლება ცდილობს დაუკავშირდეს კულტურის სამინისტროს, ასევე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, რომლის ხელმძღვანელობის პირობებშიც დასრულდა ნიკორწმინდის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს.

2019 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი 1 მლნ 500 ათასი ლარით განახლდა მე-11 საუკუნის ტაძრის გუმბათი, მხატვრობა და სამრეკლო.

XS
SM
MD
LG