ნობელის კომიტეტის განმარტებით ლესინგს ეს პრემია „ქალური გამოცდილების ეპოსის“ შექმნისთვის მიენიჭა. ინგლისელმა მწერალმა ლონდონში, თავის სახლთან თავმოყრილ ჟურნალისტებს ნობელის პრემიის მიღების შემდეგ ასე განუცხადა: „ მე ევროპის ყველა პრემია მაქვს მიღებული, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველას. მიხარია, რომ ყველა მოვიგე, სრული კომპლექტი, ნობელის პრემია კი ფლეშ-როიალია“.
ოქროს რვეული“, როგორც კრიტიკოსებმა უწოდეს, „ეპოქალური რომანი“ , დორის ლესინგის საუკეთესო ნაწარმოებად არის აღიარებული. ის მწერლის სულიერი მდგომარეობის ანარეკლია, ეს მისი შეხედულებები და განწყობებია.
ნიჭიერი მწერლისა და აქტიური ფემინისტისთვის, ანა ვულფისთვის, შავ, წითელ, ყვითელ და ლურჯ რვეულებში განხორციელებული ჩანაწერები დროთა განმავლობაში ნამდვილ განცხადებად გადაიქცა, რაც მას სულიერი და შემოქმედებითი ჩიხიდან გამოსვლაში დაეხმარა. ფერადი რვეულების ანალიზი, პლუს დამოუკიდებელი რომანი ქალებზე საბოლოოდ ოქროს რვეულის სინთეზად გადაიქცევა...
დორის ლესინგი, ოქროს რვეული
ეპიზოდები
-
თებერვალი 29, 2024საად შირაზელი
-
თებერვალი 26, 2024სემუელ ბეკეტი
-
თებერვალი 23, 2024იტალო სვევო, ძენოს აღსარება
-
თებერვალი 21, 2024რალფ ელისონი, უჩინარი კაცი
-
თებერვალი 19, 2024ვირჯინია ვულფი, გზა შუქურისკენ
-
თებერვალი 16, 2024ჯონ მაქსველ კუტზეე, იესოს სიკვდილი