Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას დაუჭირეს მხარი


განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის კომიტეტების სხდომა
განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის კომიტეტების სხდომა

განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებასა და სამთავრობო პროგრამას, „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

მანამდე დეპუტატებმა მოუსმინეს კულტურის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს, განათლების მინისტრობის კანდიდატ გიორგი ამილახვარსა და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ ზურაბ აზარაშვილს. გამოსვლების შემდეგ მინისტრობის კანდიდატებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.

დღესვე იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ რატი ბრეგაძეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ თეა ახვლედიანს და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს.

29 იანვარს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, ყველა მინისტრი გადაყენებულად ითვლება. მთავრობის დამტკიცებამდე მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტის კომიტეტებში უსმენენ. მთავრობის დასამტკიცებლად საჭიროა დეპუტატთა უმრავლესობის (76 ხმა) მხარდაჭერა.

XS
SM
MD
LG