Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი: ბელგოროდში ჩამოვარდნილ ილ-76-ში არ ყოფილან უკრაინელი სამხედრო ტყვეები


საგამოძიებო სამუშაოები რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო ილ-76-ის ჩამოვარდნის ადგილზე. ბელგოროდის ოლქი, 24 იანვარი, 2024.
საგამოძიებო სამუშაოები რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო ილ-76-ის ჩამოვარდნის ადგილზე. ბელგოროდის ოლქი, 24 იანვარი, 2024.

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის მახლობლად ჩამოვარდნილ ილ-76-ში არ ყოფილან უკრაინელი სამხედრო ტყვეები, როგორც ამას რუსეთი აცხადებს.

„იყვნენ თუ არა იქ სამხედრო ტყვეები, ზუსტად შემიძლია გითხრათ - არა“, - თქვა დანილოვმა გამოცემა „ბაბელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. მისი სიტყვებით, თვითმფრინავში რომ სამხედრო ტყვეები ყოფილიყვნენ, კატასტროფის ადგილას მეტი იქნებოდა „ბიოლოგიური მასალა“.

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 24 იანვარს ჩამოვარდა ბელგოროდის ოლქში, ქალაქ ბელგოროდის მახლობლად. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, თვითმფრინავში იმყოფებოდა 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც გასაცვლელად მიჰყავდათ.

რუსეთის მხარე ირწმუნება, რომ თვითმფრინავი უკრაინის ჯარებმა ჩამოაგდეს.

უკრაინის დაზვერვამ დაადასტურა, რომ იმ დღეს მართლაც მზადდებოდა სამხედრო ტყვეების გაცვლა. ამასთან, დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ ვერ იტყვის, ვინ იყო ჩამოვარდნილ თვითმფრინავში.

ხუთშაბათს გაზეთ New York Times-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ ილ-76 მართლაც ჩამოაგდეს უკრაინული სარაკეტო სისტემა Patriot-ით, როგორც ამას რუსეთის ხელისუფლება ირწმუნებოდა. გამოცემის წყაროები არ ადასტურებენ, რომ თვითმფრინავში უკრაინელი ტყვეები იყვნენ და გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მათი რიცხვი 65-ზე ნაკლები იყო.

XS
SM
MD
LG