Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი პოლონეთის და ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს შეხვედრის გამართვისკენ უკრაინის და პოლონეთის საზღვარზე


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 თებერვალს პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს, პრეზიდენტ ანჯეი დუდას და ევროპული კომისიის წევრებს მოუწოდა 24 თებერვალს მასთან, და მისი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართონ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე.

ზელენსკის მოწოდების ფონია დაძაბულობა, რომელსაც იწვევს პოლონელი ფერმერების პროტესტი უკრაინის საკვების იმპორტზე - რაც, მათი თქმით, გავლენას ახდენს მათი ნაწარმის ფასებზე.

ზელენსკი აცხადებს, რომ ამ საკითხს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან ის, შესაძლოა, ეროვნულ უსაფრთხოებაზე აისახოს.

XS
SM
MD
LG