Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში დაიწყო საზღვართან უკრაინის მარცვლეულის გადაყრის ინციდენტის გამოძიება


უკრაინის მარცვლეულის საზღვართან გადაყრის ინციდენტი, 2024 წლის 11 თებერვალი
უკრაინის მარცვლეულის საზღვართან გადაყრის ინციდენტი, 2024 წლის 11 თებერვალი

პოლონეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო შაბათ-კვირას მომხდარი ინციდენტისა, რომლის გამოც პოლონელ ფერმერებს ადანაშაულებენ უკრაინის მარცვლეულით დატვირთული სამი მანქანის სასაზღვრო პუნქტთან გაჩერებაში და ტვირთის გადაყრაში.

ინციდენტი 11 თებერვალს მოხდა, იაგოდინ-დოროჰუსკის გამშვებ პუნქტთან, და წარმოადგენდა გაგრძელებას პოლონელი ფერემერების ფართო პროტესტისა ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მიმართ - მათ შორის ზომების, რომლებიც უკრაინის მარცვლეულს პოლონეთში შესვლის უფლებას რთავს, რამაც, ფერემერთა თქმით, მათ პროდუქციაზე ფასის ვარდნა გამოიწვია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ 12 თებერვალს მომხდარს "მიუღებელი" უწოდა და თქვა, რომ მონაწილეებმა პასუხი უნდა აგონ.

უკრაინის ვაჭრობის სფეროს წარმომადგენელი, ტარას კაჩკა ფეისბუკით წერს, რომ დაზიანებული მარცვლეული ლიეტუვაში მიემართებოდა და ეს ინციდენტი ზრდის საზღვარზე ძალადობის შესახებ შეშფოთებას.

პოლონელმა ფერმერებმა გასულ კვირაში გამოაცხადეს საყოველთაო გაფიცვის გეგმა, რომელიც პოლონეთსა და უკრაინას შორის ყველა სასაზღვრო პუნქტის ბლოკირებით იწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG