Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ღაზის სექტორში ჰაერიდან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დაიწყო

ჰუმანიტარულ დახმარების მიწოდება ღაზის სექტორში. 1 მარპტი.  აშშ-მა პირველი სამი თვითმფრინავით 35000 ულუფა სურსათი მიაწოდა მოსახლეობას 2 მარტს.
ჰუმანიტარულ დახმარების მიწოდება ღაზის სექტორში. 1 მარპტი. აშშ-მა პირველი სამი თვითმფრინავით 35000 ულუფა სურსათი მიაწოდა მოსახლეობას 2 მარტს.

აშშ-ს სამხედროებმა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დაიწყეს ღაზის სექტორში.

2 მარტს განხორციელდა პირველი ასეთი ოპერაცია, იტყობინება Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, რომლებმაც ვინაობა არ გაამხილეს.

მათი თქმით, C-130-ის ტიპის სამი თვითმფრინავი ჩაერთო ჰუმანიტარული დახმარების - სურსათის მიწოდებაში.

ცნობით, სულ სურსათის 35000-ზე მეტი ულუფა იქნა გამოყოფილი.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ საჰაერო გზით დახმარება გაგრძელდება და რომ ისრაელი მხარს უჭერს მათ. სხვა ქვეყნებმა, მათ შორის საფრანგეთმა, ეგვიპტემ და იორდანიამ, უკვე გაგზავნეს დახმარება ღაზაში საჰაერო გზით.

გაეროს მონაცემებით, ღაზის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი, 570 ათასი ადამიანი, შიმშილობის ზღვარზეა.

აშშ და სხვა ქვეყნები მოელიან, რომ ღაზის სექტორისთვის დახმარების მოცულობის გაზრდა შეიძლება ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, რაც, ბადენის თქმით, 10 მარტამდე უნდა დაიწყოს.

ისრაელმა სამხედრო მოქმედება ღაზის სექტორში დაიწყო 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ. ღაზაში ისრაელის არმიის ქმედებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა.

7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე ჰამასის და სხვა დაჯგუფებების მეომრების შეჭრისას 1200 ადამიანი დაიღუპა, მძევლად აიყვანეს 240-ზე მეტი პირი.

​
XS
SM
MD
LG