ოდესაში, უახლესი მონაცემებით, 2 მარტს დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.
მაშველებმა ნანგრევების გაწმენდისას კიდევ ორი ბავშვის, 10 წლის ბიჭის და 8 წლის გოგოს, ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა განაცხადა.
უკრაინის საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახურმა 3 მარტს განაცხადა, რომ ოდესაში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევების ქვეშ შეიძლება მინიმუმ 4 ადამიანი დარჩა. დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ კვირას სამსახურს სამმა ადამიანმა დაურეკა და შეატყობინა, რომ ცოცხლები იყვნენ - მათი გვარები შეიძლებოდა მსხვერპლთა სიაში მოხვედრილიყო.
სამძებრო ოპერაცია ოდესაში ერთ დღეზე მეტია გრძელდება მას შემდეგ, რაც 2 მარტს რუსული დრონებით იერიშის შედეგად ცხრასართულიანი შენობის შესასვლელი განადგურდა. მანამდე 10 დაღუპულზე, მათ შორის, სამი ბავშვზე იტყობინებოდნენ. ბოლო მონაცემებით, ხუთი ბავშვია დაღუპული.
ოდესაში 3 მარტი გლოვის დღე იყო.