რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი, რომელსაც რვა წლით და ექვსი თვით აქვს პატიმრობა მისჯილი უკრაინაში მოსკოვის შეჭრის გაკრიტიკებისთვის, მიიჩნიეს "მიდრეკილად ექსტრემიზმის გავრცელებისკენ" და მას ციხეში გამკაცრებული კონტროლი ემუქრება - ვკითხულობთ მის ტელეგრამის არხზე 4 მარტს.
ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ერთი დღით უძღოდა წინ იაშინის მოწოდება მსოფლიოს ლიდერებისადმი, რომ რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვონ ოპოზიციონერ ვლადიმირ კარა-მურზას გათავისუფლება, რადგან ის შესაძლოა ციხეში მოკლან.
16 თებერვალს არქტიკის კოლონიაში გარდაიცვალა კრემლის ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი. იაშინის თქმით, ნავალნის მსგავსად კარა-მურზამაც შეუქმნა პირადი პრობლემები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვას.