Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბელგოროდის ოლქში დრონებით თავდასხმას ორი პირი ემსხვერპლა


ბელგოროდზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ. 14 თებერვალი. ოლქში დრონებით თავდასხმას 8 მარტს ორი ადამიანი ემსხვერპლა
ბელგოროდზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ. 14 თებერვალი. ოლქში დრონებით თავდასხმას 8 მარტს ორი ადამიანი ემსხვერპლა

ორი პირი დაიღუპა და ორი დაშავდა რუსეთის ბელგოროდის ოლქის სოფელ როჟდესტვენკაში, იტყობინება ოლქის გუბერნატორი.

ვიაჩესლავ გლადკოვის თანახმად, გრაივორონსკის რაიონში მდებარე ამ დასახლებულ პუნქტზე განხორციელდა სამი "თვითმკვლელი დრონით" თავდასხმა. ამას გარდა, რვა მარტს დრონებით იერიში იქნა მიტანილი სოფელ მასლოვა პრისტანზე, თქვა გლადკოვმა, რომლის ცნობით, იქ მსხვერპლი არ არის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 8 მარტის ღამეს ამ ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ბელგოროდის და ვოლგოგრადის ტერიტორიებზე ჩამოაგდო ათამდე დრონი.

უკრაინის შეიარაღებული ძალები იტყობინებიან, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიას შეუტია 37 დრონით, ასევე ერთი ЗРК С-300-ის ტიპის რაკეტით და ორი Х-59-ის ტიპის საავიაციო რაკეტით.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 33 დრონი ექვს სხვადასხვა ოლქში.

რუსეთის ბელგოროდის ოლქზე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება უკრაინას, თავდასხმები ხდება თითქმის ყოველდღე. რუსეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სდებს ბრალს, მაგრამ კიევი, როგორც წესი, ამ ცნობებზე არ რეაგირებს.

XS
SM
MD
LG