Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან ბელგოროდის დაბომბვისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან


2023 წლის ბოლოდან ბელგოროდზე არაერთი სარაკეტო შეტევა იყო. რუსეთი თავდასხმებში უკრაინის არმიას ადანაშაულებს
2023 წლის ბოლოდან ბელგოროდზე არაერთი სარაკეტო შეტევა იყო. რუსეთი თავდასხმებში უკრაინის არმიას ადანაშაულებს

უკრაინის საზღვართან მდებარე რუსეთის ქალაქი ბელგოროდი ხუთშაბათს დილით დაიბომბა, რის შედეგადაც რუსეთის მედიისა და ადგილობრივი ტელეგრამის არხების ცნობით არიან დაღუპულები და დაჭრილები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ბელგოროდის რეგიონში ჩამოაგდეს 14 რაკეტა, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარი „ვამპირიდან“ გაისროლეს. უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუ რა იყოს იერიშის მიზანი და მოჰყვა თუ არა მას ნგრევა და მსხვერპლი.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარე ცეცხლის ალში გახვეული სავაჭრო ცენტრის შენობის ფოტო და ვიდეო კადრები. ადგილიდან ასევე იუწყებიან, რომ რაკეტა ან მისი ნამსხვრევები 42-ე სკოლის ეზოში დაეცა.

ტელეგრამის არხი Shot-ის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპული 4, ხოლო Mash-ი დაახლოებით ექვსი ადამიანის დაღუპვის შესახებ იუწყებიან. დაშავდა სულ მცირე ათი ადამიანი.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. რუსეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადრე სარაკეტო იერიშის საფრთხის შესახებ განაცხადა. უკრაინულ სამხედრო უწყებას ბელგოროდზე სავარაუდო სარაკეტო იერიშის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG