Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: 31 მარტის არჩევნები ჩემთვის ბოლო კენჭისყრა იქნება


 თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი. სტამბოლი, 2024 წლის 8 მარტი. მისი განცხადებით, 31 მარტის არჩევნები მისთვის ბოლო კენჭისყრა იქნება
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი. სტამბოლი, 2024 წლის 8 მარტი. მისი განცხადებით, 31 მარტის არჩევნები მისთვის ბოლო კენჭისყრა იქნება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ 31 მარტისთვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები მისი ბოლო კენჭისყრა იქნება, იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu 8 მარტს.

70 წლის ერდოანი ორ ათწლეულზე მეტია, რაც ქვეყანას განაგებს.

2002 წლის შემდეგ ათზე მეტი არჩევნების გამარჯვებული, ერდოანი ხელახლა აირჩეს ხუთი წლის ვადით 2023 წლის მაისში დაძაბული არჩევნების დროს.

"ეს ჩემთვის ფინალია, კანონით მონიჭებული მანდატის თანახმად, ეს ჩემი ბოლო არჩევნებია", თქვა ერდოანმა. "ის შედეგი, რომელიც იქნება, მემკვიდრეობით გადავა ჩემს დებსა და ძმებზე, რომლებიც მოვლენ ჩემ შემდეგ", - მოჰყავს მისი სიტყვები Anadolu-ს, რომელსაც Reuters-ი იმოწმებს.

XS
SM
MD
LG