Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: თურქეთი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებების გასამართად, ზელენსკის ჯერ „საგზაო რუკა“ სურს


უკრაინის და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა თურქეთში. სტამბოლი. 8 მარტი. თურქეთი მზად არის სამშვიდობო სამიტი გასამართად რუსეთის მონაწილეობით, უკრაინას ჯერ "საგზაო რუკა" სურს
უკრაინის და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა თურქეთში. სტამბოლი. 8 მარტი. თურქეთი მზად არის სამშვიდობო სამიტი გასამართად რუსეთის მონაწილეობით, უკრაინას ჯერ "საგზაო რუკა" სურს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, რომელსაც გვერდზე ედგა თურქეთში ვიზიტად მყოფი უკრაინას პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის მიიღოს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები და, რომ ის „მტკიცედ შეუწყობს ხელს ომის შემდგომ უკრაინის აღმშენებლობის მცდელობებს“.

„უკრაინასა და რუსეთს შორის ომი უნდა დასრულდეს სამშვიდობო მოლაპარაკებით, ჩვენ მზად ვართ გავმართოთ სამშვიდობო სამიტი, რომელშიც რუსეთი მიიღებს მონაწილეობას“, თქვა ერდოანმა პრესკონფერენციაზე სტამბოლში 8 მარტს.

„ჩვენ კვლავაც სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მოლაპარაკების საფუძველზე ომის სამართლიანი მშვიდობით დასრულებისთვის“, თქვა ერდოანმა.

თუმცა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვი არ იქნება მიწვეული სამშვიდობო სამიტზე, რომლის ჩატარებას შვეიცარია სთავაზობს მსოფლიოს. მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსეთის წარმომადგენელი შეიძლება მიწვეულ იქნეს შემდგომ შეხვედრაზე კიევის მოკავშირეებთან „საგზაო რუკის შეთანხმების შემდეგ“.

ზელენსკიმ თქვა, რომ „არ გვესმის, როგორ შეიძლება მივიწვიოთ ისინი, ვინც ყველაფერს ბლოკავს, ანადგურებს და კლავს. ჩვენ შედეგი გვსურს“.

დახოცილების რაოდენობის და განადგურების დონის გათვალისწინებით, რაც ომმა მოიტანა, სამშვიდობო კონფერენციის გამართვა ორივე მხარის მონაწილეობით ახლო მომავალში ნაკრებებად სავარაუდოა.

უკრაინის ფორმულა გულისხმობს უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის მთლიანად გაყვანას, პოსტსაბჭოთა, 1991 წლის საზღვრების აღდგენას და რუსეთზე მისი მოქმედებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

კრემლმა ეს პირობები უარყო.

ერდოანის თქმით, მათ განიხილეს ასევე შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოება და ხორბლის ტრანსპორტირება, რაც ამ ეტაპზე შეწყვეტილია და არავითარი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ რუსეთს მისი აღდგენა სურს.

ნატოს წევრი თურქეთი ორივე თავის მეზობელთან შავ ზღვაში, ომის მონაწილე მხარეებთან, კარგ ურთიერთობაშია და გაეროსთან ერთად გამოვიდა ინიციატივით, შუამავლობა გაეწია თავისი ნავსადგურებიდან უკრაინული წარმოების ხორბლის გატანაში.

უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი მოგვიანებით რუსეთის უარის გამო შეჩერდა.

XS
SM
MD
LG