Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი კანონმდებლები განიხილავენ უკრაინისთვის დახმარების კომპრომისის მისაღწევად „ლენდ-ლიზის“ პროგრამას, რომელსაც ტრამპი ემხრობოდა


სენატორი მარკუეინ მალინი (რესპუბლიკელი ოკლაჰომის შტატიდან) უკრაინისთვის აშშ-ის დამატებითი დახმარების პროგრამას ემხრობა, თუმცა გასულ თვეში ამ პროექტს სენატში ხმა არ მისცა
სენატორი მარკუეინ მალინი (რესპუბლიკელი ოკლაჰომის შტატიდან) უკრაინისთვის აშშ-ის დამატებითი დახმარების პროგრამას ემხრობა, თუმცა გასულ თვეში ამ პროექტს სენატში ხმა არ მისცა

ამერიკელი კანონმდებლები, რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ფართო პაკეტზე მუშაობენ, აცხადებენ, რომ განიხილავენ წინადადებას, რომლითაც შესაძლებელი გახდება "ლენდ-ლიზის" პროგრამის გატარება.

ამ პროგრამას მხარს უჭერდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

სენატორმა მარკუეინ მალინმა, (რესპუბლიკელი ოკლაჰომის შტატიდან), რომელმაც 14 მარტს აშშ-ის არკანზასის შტატში იარაღის საწარმო მოინახულა, განაცხადა, რომ უკრაინისთვის აშშ-ის დამატებითი დახმარების პროგრამას ემხრობა, თუმცა გასულ თვეში ამ პროექტს სენატში ხმა არ მისცა.

სენატის კანონპროექტი დაახლოებით 60 მილიონი დოლარის გამოყოფას გულისხმობს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით რუსეთთან ომში, მაგრამ წარმომადგენელთა პალატაში შეფერხდა იმის გამო, რომ რესპუბლიკელები, მათ შორის ტრამპის მომხრეები, მისი წინააღმდეგი არიან.

მალინმა ილაპარაკა სხვა პაკეტზე, რომელზეც ახლა სენატში მუშაობენ და რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის შესაძლო კანდიდატი დონალდ ტრამპი უჭერს მხარს. ამ პაკეტით შესაძლებელი იქნება აშშ-ის ნაკლები დამოკიდებულება ჩინეთზე. "არის პაკეტი, რომელზეც მუშაობენ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში და რომელიც შეიძლება წინ წავიდეს“, - თქვა მალინმა და ახსენა იდეა, რომლის მიხედვით, დახმარების სანაცვლოდ აშშ-ს მიენიჭება უპირატესი უფლებები უკრაინის მინერალურ რესურსებზე.

XS
SM
MD
LG