Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!“ - ზურაბიშვილი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა


ფოტო არქივიდან: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 23 ივნისი, 2021.
ფოტო არქივიდან: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 23 ივნისი, 2021.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ტელეფონით ესაუბრა.

„ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!“ - დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში.

როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ X-ში დაწერა, ზურაბიშვილმა მასთან საუბარში დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს უკრაინის თემისადმი მიძღვნილ „მშვიდობის სამიტში“, რომელიც 15-16 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება

„მხოლოდ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას უკრაინაში შეუძლია, უზრუნველყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.

„აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მაისს 84 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო „კანონპროექტი უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორი კვირის ვადაში კანონპროექტს ან ხელი უნდა მოაწეროს, ან ვეტო დაადოს. დადასტურებულია, რომ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს. „ქართულ ოცნებას" ვეტოს დასაძლევად პარლამენტში საკმარისი ხმები აქვს.

„აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად ერთგვარი კამპანიის სახე მიიღო გაურკვეველი პირების მხრიდან კანონის აქტიურ მოწინააღმდეგეებზე ქუჩებში ფიზიკურმა ძალადობამ, მათ სახლებსა და ოფისებთან შეურაცხმყოფელი და ჰომოფობიური შინაარსის პოსტერების გამოკვრამ და მუქარის შემცველმა სატელეფონო ზარებმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG