Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

OPEC+ 2025 წლის ბოლომდე ახანგრძლივებს წარმოების შეზღუდვას, ფასების მხარდასაჭერად


OPEC+ 2025 წლის ბოლომდე ახანგრძლივებს შეზღუდვას წარმოებაზე, ფასების მხარდაჭერის მიზნით. 2024 წლის 2 ივნისი
OPEC+ 2025 წლის ბოლომდე ახანგრძლივებს შეზღუდვას წარმოებაზე, ფასების მხარდაჭერის მიზნით. 2024 წლის 2 ივნისი

ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ჯგუფი, OPEC+, 2 ივნისის გადაწყვეტილებით, ფასების მხარდაჭერის მიზნით, 2025 წლის ბოლომდე ახანგრძლივებს შეზღუდვას წარმოებაზე.

12 წევრისგან შემდგარმა კარტელმა და მათმა ათმა მოკავშირემ - რუსეთის ჩათვლით - გადაწყვიტეს, "გახანგრძლივდეს ნედლი ნავთობის საერთო წარმოების დონე... 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე", - ვკითხულობთ ალიანსის განცხადებაში.

ნავთობის სავაჭრო ფასია 80 დოლარამდე ბარელში, რაც ნაკლებია იმ თანხაზე, რომელიც ამ ჯგუფის ბევრ ქვეყანას ესაჭიროება ბიუჯეტის დასაბალანსებლად.

ფასებზე გავლენას ახდენს მოთხოვნის ნელი ტემპით ზრდა ნავთობის მთავარ იმპორტიორ ჩინეთში.

ჯგუფი OPEC+ წარმოებას ამცირებს 2022 წლის ბოლოდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG