Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის კრიტიკოსი იაშინი ზედიზედ მეორედ გადაიყვანეს სამარტოო საკანში


ილია იაშინი
ილია იაშინი

პატიმრობაში მყოფ რუს ოპოზიციონერს, ილია იაშინს, 3 ივნისს ზედიზედ მეორედ მიუსაჯეს სამარტოო საკანში ყოფნა 12 დღით მაშინ, როცა 15-დღიანი ყოფნის შემდეგ, იმ დღეს უნდა დაეტოვებინა იგი, ვკითხულობთ იაშინის ტელეგრამის არხზე 4 ივნისს.

იაშინს რვა წლით და ექვსი თვით აქვს მისჯილი პატიმრობა, უკრაინაში მოსკოვის შეჭრის კრიტიკის გამო. პირველად ის სამარტოო საკანში მოათავსეს თავისი განყოფილების განსაზღვრულ დროზე სამი წუთით გვიან დატოვებისთვის. იაშინის თქმით, მაშინ ის იმიტომ დასაჯეს, რომ ჩაშლილიყო მისი სამდღიანი შეხვედრა მშობლებთან, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იყო დანიშნული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG