Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას

ევროპული კავშირის პრეზიდენტი შარლ მიშელი (მარცხნივ), უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (ცენტრში) და ევროპის კომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. ბრიუსელი, 27 ივნისი, 2024.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ევროკომისიის თავმჯდომარესთან, ურზულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული კავშირის პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად ხელი მოაწერა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას.

შეთანხმება კიევს რამდენიმე წლით აძლევს იარაღის მიწოდებისა და უსაფრთხოების სფეროში სხვა სახის დახმარების გარანტიას.

შეხვედრაზე ასევე ესტონეთთან და ლიეტუვასთან მოეწერა ხელი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებებს.

დღეისთვის უკრაინამ უსაფრთხოების გარანატიების თაობაზე შეთანხმებებს მიაღწია 16 ევროპულ სახელმწიფოსთან და შეერთებულ შტატებთან.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG