Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა


რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, ოდესის რეგიონი. საილუსტრაციო ფოტო, 24 ივნისი, 2024 წელი
რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, ოდესის რეგიონი. საილუსტრაციო ფოტო, 24 ივნისი, 2024 წელი

რუსეთმა 10 ივლისს იერიში მიიტანა ინფრასტრუქტურულ სამიზნეებზე უკრაინის შავი ზღვის პორტ ოდესაში და კიდევ შვიდ რეგიონში - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს სამი რაკეტა ხუთიდან და 14 დრონი 20-დან, რომლებიც რუსეთმა გაუშვა ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ვინიცისა და რივნეს რეგიონებისკენ - წერს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლა ოლეშჩუკი ტელეგრამით.

ოდესის პორტის თავზე ჩამოაგდეს სამი ფრთოსანი რაკეტა და სამი დრონი - დასძენს ოლეშჩუკი.

ოდესა, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილია უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისთვის, ხშირად ხდება რუსეთის თავდასხმების სამიზნე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG