Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ახალი გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა

ნატოს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე
ნატოს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე

ნატოს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა. ალიანსის პრესსამსახურის თანახმად, რუტე მალე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართავს პრესკონფერენციას. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ნიდერლანდის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ 1 ოქტომბერს ოფიციალურად დაიკავა ნატოს გენერალური მდივნის პოსტი. მან შეცვალა 72 წლის იენს სტოლტენბერგი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2014 წლიდან იყო.

ნატოს შტაბ-ბინაში, მედიისათვის გაკეთებულ თავის პირველ კომენტარში რუტემ აღნიშნა, რომ ნატოს გენერალური მდივნის რანგში საქმიანობისას მისთვის პრიორიტეტული იქნება ალიანსის თავდაცვის გაძლიერება, უკრაინის მხარდაჭერა და სხვა ქვეყნებთან პარტნიორობის განმტკიცება.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG