Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ ამ არჩევნებისთვის მისამართი შეიცვალეთ, გეტყვით, როდის აისახება ცვლილება


2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიაში ცვლილებების რეგისტრაციის ვადა დღეს, 8 ოქტომბერს ამოიწურა. სწორედ ამ დრომდე შეიძლებოდა იუსტიციის სახლებში სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შესატანად განაცხადის დატოვება.

ცესკო საარჩევნო სიას ქმნის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან და საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული მონაცემებით.

სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქის რეგისტრაციის ადგილის შესაცვლელად 5-დღიანი ვადა სჭირდება. ამ არჩევნებისთვის კი, ცესკოს მონაცემებს ყველა იმ ამომრჩევლის შესახებ მიაწვდის, ვისაც 12 ოქტომბრის 00:00 საათისთვის მისამართი ექნება შეცვლილი.

ცესკოს ვებსაიტზე ამომრჩეველთა მონაცემები არჩევნებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე განახლდება.

სანამ მონაცემები ცესკოს საიტზე განახლდება, დააკმაყოფილა თუ არა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ თქვენი განაცხადი ან რა ეტაპზეა ის, შეგიძლიათ გადაამოწმოთ სააგენტოს ვებგვერდზე: sda.gov.ge.

ფორუმი

XS
SM
MD
LG