Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ მინდა მარტო ჩემი შვილი გამოუშვან, ყველა უდანაშაულოა“ - ინტერვიუ ანდრო ჭიჭინაძის დედასთან


ანდრო ჭიჭინაძეს, რომელიც სახლში, 4 დეკემბერს დააკავეს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან - მისი დედა, ლიკა გუნცაძე კი, სხვა დედებთან ერთად, ბოლომდე ბრძოლას აპირებს. ამ ინტერვიუში ამბობს კიდეც, მარტო ანდრო რომ გაათავისუფლონ, ამით ბედნიერი არ ვიქნები, რადგან ყველა დაკავებული უდანაშაულოაო.

იმ დროს, როცა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედასთან, ლიკა გუნცაძესთან ამ ინტერვიუს ვწერდით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდროსა და პროევროპული აქციების დროს დაკავებული სხვა დემონსტრანტების სასამართლო სხდომა იწყებოდა, რომელზეც მოსამართლეს დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე უნდა ემსჯელა.

წინა დღით, 9 იანვარს, საქმეების და მათ შორის, ანდროს საქმის განხილვის დაწყება ორი თვით 5 მარტამდე გადაიდო.

28 წლის ანდრო ჭიჭინაძეს, რომელიც საკუთარ სახლში, 4 დეკემბერს დააკავეს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან - მისი დედა, ლიკა გუნცაძე კი, სხვა დედებთან ერთად, ბოლომდე ბრძოლას აპირებს.

ამ ინტერვიუში ვლაპარაკობთ ანდროზე, პროტესტსა და მის მიზეზებზე, ბრძოლაზე, იმ რეალობაზე, რომელშიც დღეს არის ქვეყანა, გამოსავალზე.

ფორუმი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG