Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჯიუტად ვიდგები“ - ბაბუ აქციებიდან


„ჯიუტად ვიდგები“ - ბაბუ აქციებიდან
please wait

No media source currently available

0:00 0:09:37 0:00

„ბაბუ მოვიდა“ - სამოც დღეზე მეტია ასე ხვდებიან რუსთაველზე პროევროპული აქციის მონაწილეები 75 წლის გურამ ქუხილავას, რომელიც, საპროტესტო აქციებზე პირველივე დღეებიდან დადის ყოველდღე სხვადასხვა შინაარსის, თავისი ხელით დამზადებული ბანერით.

ხან ახალგაზრდების ცემას და დაკავებას აპროტესტებს, ხან ჟურნალისტების დაკავებას ეხმიანება, ხან საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლებაზე ბრაზობს. მთავარი მოთხოვნა კი მისთვისაც ხელახალი არჩევნების დანიშვნა და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებაა.

გურამ ქუხილავა დევნილია ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარიდან. 1992 წლის შემდეგ ოჯახთან ერთად, თბილისის ზღვაზე, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, ყოფილ ტურბაზაში სახელად „თბილისის ზღვა“.

პროფესიით, ავტომობილების ძრავის ხელოსანია - აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ, ოჯახსაც წლების განმავლობაში ამ საქმით არჩენდა.

ბოლო სამოცი დღეა, საქმეს რომ მორჩება, ჯერ შინ ბრუნდება, იმ დღის საპროტესტო ბანერს ამზადებს და საღამოს აქციაზე მიდის: „ჯიუტად ვიდგებით“, - გვეუბნება და აქციაზე გაცნობილ მეგობრებს ხვდება: ერთმანეთს მოიკითხავენ, გაამხნევებენ და მერე რუსთაველიც იკეტება - უკვე 62-ე დღეა ასეა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG