როდის დასრულდება 25 თებერვალი - პოდკასტი 2150


თამთა მელაშვილი პოდკასტში 2150

No media source currently available

გადმოწერა

„საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ტოტალიტარიზმის მსგავსად, ავტორიტარიზმიც ადამიანებს შორის ურთიერთობების ყველაზე ნაზ და სათუთ ქსოვილებს ჭამს.” - დაწერა მწერალმა თამთა მელაშვილმა, როცა 2024 წლის მიწურულს ჟურნალ არილში მისი მონოპიესა “კაბა” გამოქვეყნდა.

„კაბა“ საბჭოთა კავშირში გადასახლებული ქალის ამბავზეა - საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის 104 წლისთავზე.

თამთასთან ერთად ვილაპარაკებთ იმაზე, რა ემართებათ ადამიანებს, მათ გრძნობებს, ცხოვრებას, გეგმებსა და იმედებს, როცა რეჟიმი რეპრესიული ხდება და მოწინააღმდეგეების განადგურებას იწყებს, თავისუფალ იდეებს და პიროვნებებს საფრთხედ ნიშნავს.

რა დრო სჭირდება საზოგადოების ჭრილობების მოშუშებას და ქსოვილების აღდგენას?

ფორუმი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
​
XS
SM
MD
LG