Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16-ჯერ დაჯარიმებული

16-ჯერ დაჯარიმებული
please wait

No media source currently available

0:00 0:10:46 0:00

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია უკვე 16-ჯერ დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის 5000 ლარით. მისი ჯარიმების საერთო ჯამი 80 000 ლარია, თუმცა ნიკა ნარსია ამ თანხის გადახდას არ აპირებს. არც აქციებზე სიარულის შეწყვეტას. პოლიცია ხან მასთან მიდის სახლში საჯარიმო ქვითრით, ხან ურეკავენ და ისე აჯარიმებენ.

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა, გზის გადაკეტვისთვის ასობით ადამიანია დაჯარიმებული.

რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია, რამდენი ადამიანი დაჯარიმდა ადმინისტრაციული წესით და რამდენია ჯამში გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა, რაზეც გვიპასუხეს, რომ ჯერჯერობით მათ ეს სტატისტიკური მონაცემები ჯერ არ დაუმუშავებიათ

ფორუმი

XS
SM
MD
LG