Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ქალაქ მარგანეცში დიდი მსხვერპლი მოჰყვა ავტობუსზე დრონით დარტყმას


დრონით დარტყმის შედეგად განადგურებული ავტობუსი ქალაქ მარგანეცში. 2025 წლის 23 აპრილი
დრონით დარტყმის შედეგად განადგურებული ავტობუსი ქალაქ მარგანეცში. 2025 წლის 23 აპრილი

სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში. ამის შესახებ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დღეს, 23 აპრილს დილით რუსეთის ჯარებმა დრონით დაარტყეს ავტობუსს, რომელსაც ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომლები გადაჰყავდა.

ქალაქი მარგანეცი ქალაქ ნიკოპოლის გვერდით, მდინარე დნეპრის ნაპირზე მდებარეობს. ამ რაიონში მდინარის მეორე ნაპირი, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურია, რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

რუსეთის ჯარები ნიკოპოლს და მარგანეცს პრაქტიკულად, ყოველდღე უტევენ.

ფორუმი

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG