28 წლის ქალი დაიღუპა 18 მაისის ღამეს, კიევის ოლქზე რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმისას.
ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნიკოლაი კალაშნიკის განცხადებით, დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი.
მისივე ინფორმაციით, ნაწილობრივ დანგრეულია კერძო სახლი. მის გვერდით მდგარი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრები კი ჩამსხვრეულია.
18 მაისის ღამეს კიევის ოლქში რამდენჯერმე გამოცხადდა საჰაერო განგაში.
ერთი დღით ადრე, 17 მაისს, ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა უკრაინის სუმის ოლქში რუსული დრონით შეტევას. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბელოპოლიეს რაიონში დრონით დაარტყეს სამგზავრო ავტობუსს.
ფორუმი