ცესკოს ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 1 175 817 (33,46%) ამომრჩეველი მივიდა
4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობს 12 პოლიტიკური პარტია
არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია აკვირდება
პირდაპირი: საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე
პირდაპირი: თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა
თბილისში დაგეგმილი საპროტესტო აქციის პარალელურად და სოლიდარობის ნიშნად, ქართველი ემიგრანტები აქციებს მართავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.
შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში საქართველოს საელჩოს წინ ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია უკვე გამართეს. ქართველები იკრიბებიან ბერლინში, კიოლნში, ამსტერდამში, სიდნეისა და სხვა ქალაქებშიც.
ფორუმი