13:08 - მზია ამაღლობელი სასამართლო სხდომათა დარბაზში შემოჰყავთ.
„თავისუფლება მზიას“ - ისმის დარბაზში.
მზია ამაღლობელმა გაიხედა დარბაზის იმ მხარეს, სადაც მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სხედან. მადლობა თქვა ხმადაბლა.
13:07 - „თავისუფლება მზიას!“ - ისმის სასამართლოს ეზოდან შეძახილები სხდომათა დარბაზში.
13:00 - მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე დასასწრებად ქუთაისში ჩამოვიდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
12:59 - სასამართლოს ეზოსა და შენობაში შეუშვეს სხდომაზე დამსწრეები, ისინი ჯერ კიდევ პირველი სართულის ფოიეში დგანან.
ფორუმი