Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ორწლიანი პატიმრობა - ლაივბლოგი სასამართლოდან

დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს. ისინი შეეცადნენ დააემტკიცებინათ, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა 2-წლიანი პატიმრობა.

16:48 18.11.2025

ტუალეტში გასვლის მსურველებს დარბაზიდან გასვლის უფლებას აღარ აძლევენ.

“შესვენებაზე შეგიძლიათ გასვლა” - ეუბნება ჩურჩულით მანდატური დამსწრეს.

16:37 18.11.2025

16:28 - სხდომა 3,5-საათია გრძელდება. შესვენება არ ცხადდება, დამსწრეები გადიან საპირფარეშოში, რომელიც სასამართლოს ეზოში, ცალკე მდგარ ერთსართულიან შენობაშია.

მათ უკან დაბრუნების უფლებას აძლევენ.

16:24 18.11.2025

16:10 - ვცდილობ, სხდომათა დარბაზში ლეპტოპიდან დავმუხტო მიკროფონი, რომელიც მუშაობს მხოლოდ “ეფლის” წარმოებულ iPhone-ის ტიპის ტელეფონზე.

*მიკროფონით ხმის ასაღებად აუცილებელია, მეორე ნაწილი მიერთებული იყოს ტელეფონზე - სხვა შემთხვევაში მოწყობილობა არ მუშაობს.

მანდატურს ჰგონია, რომ სხდომის აუდიოჩაწერა მინდა. ითხოვს შევწყვიტო მოწყობილობის დამუხტვა და საქმეში რთავს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილს.

“აბრძანდით ფეხზე. რატომ არ ემორჩილებით მანდატურს?! თუ დატენვა გინდათ, შეგიძლიათ გახვიდეთ გარეთ” - ამბობს მოსამართლე, რომელმაც არ სცადა იმის გარკვევაც კი, როგორ მუშაობს მოწყობილობა.

იძულებული ვხდები, შევწყვიტო მიკროფონის დამუხტვა.

15:23 18.11.2025

15:15 - მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ მოწმე პოლიციელები, რომლებიც ამბობენ, რომ მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით დააკავა გიორგი ბჟალავამ, არ არიან სანდო მოწმეები და მათი ჩვენებები არ უნდა გაითვალისწინონ.

მწარიაშვილის თქმით, საქმეშია ვიდეომტკიცებულებები, რომელშიც ჩანს, რომ ამაღლობელის დაკავების დროს ბჟალავა მის გვერდით არ არის.

“თუ არ ამბობენ სიმართლეს იქ, არ არის მათუ ჩვენება სანდო”, - შეაჯამა მაია მწარიაშვილმა.

ის აგრძლებს თითოეული მოწმის არასანდოობის დასაბუთებას.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG