Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ორწლიანი პატიმრობა - ლაივბლოგი სასამართლოდან

დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს. ისინი შეეცადნენ დააემტკიცებინათ, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა 2-წლიანი პატიმრობა.

15:00 18.11.2025

14:55 - „ქალბატონო მაია, მეოთხედ იმეორებთ მტკიცებულებების ამორიცხვაზე“ - სიტყვას აწყვეტინებს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი ადვოკატ მაია მწარიაშვილს.

„ხუთი და ექვსი თვე ვიმეორებდი ქვედა ინსტანციაში, მაგრამ არაფერი ჩაწერეს განაჩენში“, - პასუხობს ადვოკატი მოსამართლეს.

დარბაზში ისმის ხმადაბალი სიცლის ხმა.

15:23 18.11.2025

15:15 - მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ მოწმე პოლიციელები, რომლებიც ამბობენ, რომ მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით დააკავა გიორგი ბჟალავამ, არ არიან სანდო მოწმეები და მათი ჩვენებები არ უნდა გაითვალისწინონ.

მწარიაშვილის თქმით, საქმეშია ვიდეომტკიცებულებები, რომელშიც ჩანს, რომ ამაღლობელის დაკავების დროს ბჟალავა მის გვერდით არ არის.

“თუ არ ამბობენ სიმართლეს იქ, არ არის მათუ ჩვენება სანდო”, - შეაჯამა მაია მწარიაშვილმა.

ის აგრძლებს თითოეული მოწმის არასანდოობის დასაბუთებას.

16:24 18.11.2025

16:10 - ვცდილობ, სხდომათა დარბაზში ლეპტოპიდან დავმუხტო მიკროფონი, რომელიც მუშაობს მხოლოდ “ეფლის” წარმოებულ iPhone-ის ტიპის ტელეფონზე.

*მიკროფონით ხმის ასაღებად აუცილებელია, მეორე ნაწილი მიერთებული იყოს ტელეფონზე - სხვა შემთხვევაში მოწყობილობა არ მუშაობს.

მანდატურს ჰგონია, რომ სხდომის აუდიოჩაწერა მინდა. ითხოვს შევწყვიტო მოწყობილობის დამუხტვა და საქმეში რთავს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილს.

“აბრძანდით ფეხზე. რატომ არ ემორჩილებით მანდატურს?! თუ დატენვა გინდათ, შეგიძლიათ გახვიდეთ გარეთ” - ამბობს მოსამართლე, რომელმაც არ სცადა იმის გარკვევაც კი, როგორ მუშაობს მოწყობილობა.

იძულებული ვხდები, შევწყვიტო მიკროფონის დამუხტვა.

16:37 18.11.2025

16:28 - სხდომა 3,5-საათია გრძელდება. შესვენება არ ცხადდება, დამსწრეები გადიან საპირფარეშოში, რომელიც სასამართლოს ეზოში, ცალკე მდგარ ერთსართულიან შენობაშია.

მათ უკან დაბრუნების უფლებას აძლევენ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG