Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ორწლიანი პატიმრობა - ლაივბლოგი სასამართლოდან

დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს. ისინი შეეცადნენ დააემტკიცებინათ, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა 2-წლიანი პატიმრობა.

19:09 18.11.2025

19:00 - მზია ამაღლობელი ამბობს დასკვნით სიტყვას:

“რომ არა ჩემი ადვოკატების თავისუფლება რეჟიმის გავკენისგან და კანონის უზენაესობის მიმართ გრძნიბა, ჩემი ფეხი სასამართლოში არ იქნებოდა - ვიტყოდი, ელაპარაკონ ერთმანეთს.

ვფიქრობ, რომ ღირსეული დაცვა მყავდა და ეს მტკიცებულებები გათვალისწინენული იქნებოდა”.

19:09 18.11.2025

19:01 - სასამართლო გავიდა სათათბიროდ.

განაჩენი დღეს გამოცხადდება

19:10 18.11.2025

19:04 - შესვენებაზე მზია ამაღლობელის ახლობკები და ადვოკატები მსჯელობენ, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სასამართლომ

20:00 18.11.2025

19:55 - სხდომა განახლდა. მანდატურის სამსაზურს მობილიზება აქვთ, ჩადგნენ მხარეებსა და დამსწრეებსშორის

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG