14:08 - სხდომათა დარბაზამდე მისასვლელი წითელი ლენტის ბარიერითაა შეზღუდული. ბარიერს აქეთ ბრალდებულების ოჯახის წევრები არიან შეკრებილები. შიშობენ, რომ ყველა ვერ მოახერხებს დარბაზში შესვლას. სხდომა მესამე დარბაზშია დაგეგმილი. იქ 40-მდე ადამიანი ეტევა. სხდომის დაწყება გვიანდება.
14:10 - დარბაზში შეუშვეს ადვოკატები. მათთან ერთად შეუშვეს საქმის ერთ-ერთი ბრალდებული, მარიამ მეყანწიშვილი, რომელიც გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.
14:26 - ბრალდებულები დარბაზში არიან. დარბაზში შეუშვეს ოჯახის წევრებიც. ისინი ერთმანეთს ესალმებიან. დარბაზი სავსეა. სასამართლო სხდომა გაიხსნა. 12 ბრალდებულიდან 3 სხდომას არ ესწრება.
ფორუმი