მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხდომა გახსნა.
ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა შემოიყვანეს სხდომათა დარბაზში.
„იკო გილოცავ დაბადების დღეს მა, მიყვარხარ“, - მიმართავს ხაბეიშვილი ვაჟს, რომელსაც დაბადების დღე 14 დეკემბერს ჰქონდა.
მან მადლობა გადაუხადა დამსწრეებს და მადლობა გადაუხადა: „მადლობა, რომ წუხდებით“.
დაკავებული პოლიტიკოსი ესალმება ყველას, მათ შორის ადვოკატებს. დამსწრეებში ნაცნობ სახეებს პოულობს მურთაზ ზოდელავაც.
არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს იტყვიან. ამ ეტაპზე პროკურატურა ბრალდების შინაარს აცნობს სასამართლოს და საკუთარ პოზიციას ასაბუთებს, დაცვის მხარე კი მათი დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესებს იცავს.
ფორუმი