აგრძელებს ბრალდებული პოლიტიკოსი სიტყვას სასამართლო სხდომათა დარბაზში.
„მოსამართლეს და სასამართლოს დავიჯერო არ სჭირდებათ ობიექტი?[ქრთამის ეპიზოდზე საუბრობს ისევ].... ქრთამი ვიცი მე ეს - მოგცემ 500 დოლარს ძმა, ლაშა და ვისაც იცავ, არ დაიცვა...
... პოლიტიკური დაპირება, სადაც არ არსებობს ობიექტი, არსებობს 40 000 ობიექტი? გდდ-ს ასეული? არ არსებობს ობიექტი, სიგიჟეა. სამი მოწმე ჰყავს გდდ-ს, რომ გავიგე ვიფიქრე, მორჩა, სულ დაბნელდა ამ ქვეყანაში. ისინი ამბობენ, ქრთამს კი არ გვთავაზობდაო, ტელევიზორში ვუყურე გამოსვლას და შეურაცხყოფად აღვიქვიო, სამი გდდ-ს აღქმის გამო თუ კარცერში უნდა ვიჯდე 7 წელი და შვილები ჩემს გარეშე გაიზარდნონ, სადაა სამართალი ხალხო? მე, ვინც სახის ძვლები დამიმტვრია, ის ხალხი სად არის?".
„14 წელია ქრთამისტებს, კორუმპირებულებს ვებრძვი და ახლა იფიქრეს, იქით გადავუგდოთო... აიღეთ წიგნი - „ავტორიტარების გაერთიანება“, წაიკითხეთ და დეტალურად წერია, რას აკეთებს ეს ხელისუფლება...ისიც წერია ტროლები, რასაც მიწერდნენ...".
ლევან ხაბეიშვილი ახლა მშვიდობიანი დამხობისკენ მოწოდების ბრალდებახე საუბრობს.
„დამხობა - ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილებით დამხობაა, მხოლოდ სიტყვა დამხობა არაა საკმარისი, მას აქვს შემადგენლობა, რომელიც უნდა იყოს ძალადობრივი, თუ მე ვიტყოდი არ მომწონს ეს წყობილება, დავიკავოთ ხელკეტები ხელში და გადავატრიალოთ, მაშინ კი...
ის, რასაც მე ვახმოვანებდი ეს არათუ მოწოდება, არამედ იყო ტრიგერი - სლოგანი. ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და უამრავი ასეთი სლოგანი გაგვიგია... პაპუაშვილმა თქვა, ვუსმენდი - პაპუაშვილმა ზვიად ცეცხლაძეს ტერორისტი უწოდა, მაგრამ სასამართლომ არ მიიღო საჩივარი, ეს პოლიტიკური განცხადება იყოო, ჩემი არ არის პოლიტიკური განცხადება?
... გვინახავს სლოგანები - „სისტემა უნდა დაინგრეს“ - ეს ძალადობრივი მოწოდებაა? „ცეცხლი ოლიგარქიას“ - იმას ნიშნავს, რომ ცეცხლი უნდა წაუკიდო? მეც მითქვამს - „მოგიწოდებთ, კინწისკვრით უნდა გამოვაგდოთ“ - ეს არის ჯგუფური ძალადობის დაორგანიზება? - მართლა არასერიოზულია.
ეს აქციის სათაურიც იყო - ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა...
... მინდა ჩემმა შვილებმა, ხალხმა იცოდნენ, რომ მამამისი კრიმინალი კი არ არის, პატრიოტია.. მინდა ეს კარგად გაიგოს საზოგადოებამ, შვილებმა იციან... ფული არ არის, გადასაცემი არ არის, ობიექტი არ არის, ერთადერთი, რაც ამ საქმეშია ისაა, რომ „ხაბეიშვილმა თქვა“.
მოქმედება თუ არ არის, ფაქტი თუ არ არის, იმაზე მასამართლებთ, რომ ხაბეიშვილმა უბრალოდ თქვა. იგივეა ქრთამზე... ხაბეიშვილმა თქვაო...
მე ვფიქრობ, რომ უამრავი პოლიტპატიმარი გვყავს დღეს, მაგრამ ერთადერთ გამონაკლისად მიმაჩნია თავი, სადაც საქმე მარტო თქმაზეა. მე ბრალად მაქვს წარდგენილი „თქვა"".
„ოთხი თვეა ჩემს თავს ველაპარაკები, ლაპარაკის გამო ვარ დაჭერილი, ლაპარაკის გამო...იმედია, ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ, ევროპულ სასამართლოში მაინც", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
ის მადლობას უხდის შვილების პედაგოგებს, სახელსა და გვარს არ ასახელებს.
„როცა ციხეში გამომკეტეს უარი თქვა მიიღოს ანაზღაურება ჩემი შვილისგან....ეს არის ჩემი სიმდიდრე, რომ მისი პედაგოგი არ ართმევს თანხას, რადგან იცის, რომ მათი მამა კეთილსინდისიერია...ჩემმა შვილებმა მინდა იცოდნენ, რომ სადაც არ უნდა ვიყო ყველგან დაგხვდებათ ჩემი კაცობა, ადამიანობა და სიმართლე, მიყვარხართ".
ხაბეიშვილმა სიტყვა დაასრულა.
ფორუმი