11:24 - რაც შეხება ანი ახმეტელს. ის პოლიციის მაიორმა გიგა ბატკუაშვილმა 17 დეკემბრის ვიდეოჩანაწერებში პარლამენტთან ტროტუარზე მდგომი აღმოაჩინა. მას ედავებიან „ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვას“, რაც გამოიხატა ტროტუარზე დგომით.
11:18 - ადვოკატი მალხაზ პატარაია მოსამართლე ზვიად ცეკვავას აცილებას მოითხოვს. ის ფიქრობს, რომ მოსამართლე მიკერძოებულია, დაკავებული აქტივისტების საქმეებს განსაკუთრებული სისწრაფით განიხილავს და ასობით დემონსტრანტი ჰყავს უკვე დაჯარიმებული და დაპატიმრებული. ის ესტონეთის მიერ სანქცირებული მოსამართლეცაა. მას გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.
ადვოკატის თქმით, მოსამართლე შეჯიბრებითობის პრინციპს არღვევს.
11:18 - სხდომათა დარბაზში ორი პოლიციელი ზის, მათ სპეციალურად შემოუტანეს ორი სკამი, რადგან დამსწრებისთვის განკუთვნილი ყველა ადგილი დაკავებულია.
ადვოკატი მალხაზ პატარაია ეკითხება მოსამართლე ზვიად ცეკვავას - რატომ არიან პოლიციელები დარბაზში?
მოსამართლე: არ აქვთ უფლება?
ადვოკატი: თქვენ მოიწვიეთ?
ერევა შსს-ს წარმომადგენელი: საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით.
აღსანიშნია, დამსწრეებს არასდროს მისცემიათ შესაძლებლობა სხდომათა დარბაზში ადგილის არარსებობის შემთხვევაში მათთვის სკამები ჩაემატებინათ.
11:17 - დამსწრეები შსს-ს წარმომადგენელს მიმართავენ: აქ ვინც ვართ, ყველა ვიდექით აქციაზე
შსს: ყოჩაღ...
ფორუმი